ეკონომიკური ზრდის შესახებ 2022 წელს „დიდი ოცეულის“ ქვეყნებში, „მკვეთრი ზრდის ეფექტის“ გათვალისწინებით
- ეკონომიკა
- აგვისტო 9, 2022
- 780
ვლადიმერ პაპავა - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი, აკადემიკოსი
COVID-19-ის პანდემიამ, განსაკუთრებით კი, რუსეთის ომმა უკრაინაში და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ შემოღებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა სერიოზული გავლენა იქონია მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეკონომიკური ზრდა „დიდი ოცეულის“ 19 ქვეყანაში (ევროკავშირის გამოკლებით, რომელიც არ არის ქვეყანა). კერძოდ, როგორც ცნობილია, ამ ქვეყნებზე მოდის მთლიანი სამამულო პროდუქტის (GDP) – 80, საერთაშორისო ვაჭრობის – 75 და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებულ 2022 წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე დაყრდნობით (IMF, 2022) კეთდება დასკვნა, რომ ინდოეთი და საუდის არაბეთი იქნებიან 2022 წლეს „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს შორის ლიდერები ეკონომიკური ზრდის მიხედვით, შესაბამისად, – 7,4 და 7,6 პროცენტით (Chikermane, 2022) (იხ. ცხრილი).
GDP-ის ზრდა და GDP მოსახლეობის ერთ სულზე „დიდი ოცეულის“ ქვეყნებში
ქვეყნები | GDP-ის ზრდა (IMF-ის პროგნოზი 2022 წლისთვის) | GDP მოსახლეობის ერთ სულზე (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით) 2021 წლეს (მსოფლიო ბანკის მიხედვით) | GDP-ის ზრდა (კორექტირებული) |
საუდის არაბეთი | 7,6 |
$49 551,3 | 5,4 |
იდოეთი | 7,4 | $ 7 333,5 | 0,8 |
ინდონეზია | 5,3 | $12 904,3 | 1,0 |
არგენტინა | 4,0 | $23 627,4 | 1,4 |
თურქეთი | 4,0 | $30 472,4 | 1,8 |
ავსტრალია | 3,8 | $55 807,4 | 3,1 |
კანადა | 3,4 | $52 085,0 | 2,6 |
ჩინეთი | 3,3 | $19 338,2 | 0,9 |
დიდი ბრიტანეთი | 3,2 | $49 675,3 | 2,3 |
იტალია | 3,0 | $45 936,0 | 2,0 |
მექსიკა | 2,4 | $20 036,5 | 0,7 |
საფრანგეთი | 2,3 | $50 728,7 | 1,7 |
სამხრეთ კორეა | 2,3 | $46 918,5 | 1,6 |
სამხრეთ აფრიკა | 2,3 | $14 420,2 | 0,5 |
აშშ | 2,3 | $69 287,5 | 2,3 |
ბრაზილია | 1,7 | $16 056,0 | 0,4 |
იაპონია | 1,7 | $42 940,4 | 1,1 |
გერმანია | 1,2 | $57 927,6 | 1,0 |
რუსეთი | -6,0 | $32 803,4 | -2,8 |
როგორც აღინიშნა, IMF-ის თანახმად 2022 წელს „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებული იქნებიან საუდის არაბეთი და ინდოეთი. შეიძლება კი ვიყოთ დარწმუნებული ამ დასკვნის ჭეშმარიტებაში?
სამართლიანობისთვის აღვნიშნავთ, რომ ინდოეთის ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპზე საუბრისას მითითებულია ე.წ. „უფრო დაბალი ბაზის უპირატესობის“ შესახებ (Chikermane, 2022). მეცნიერულად უფრო სწორია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შედარებისას გათვალისწინებული იქნება ე.წ. „მკვეთრი ზრიდს ეფექტი“, როცა კაპიტალის კლებადი უკუგების გამო იმ ქვეყნებში, რომელთაც აქვთ ეკონომიკური განვითარების შედარებით დაბალი დონე უფრო ადვილია ეკონომიკური ზრდის უფრო მარალი ტემპების მიღწევა, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომელთაც უფრო განვითარებული ეკონომიკა აქვთ (Mankiw, 2004, pp. 546-547).
„მკვეთრი ზრდის ეფექტის“ ელიმინირების მიზნით შემუშავებულია სპეციალური მეთოდი, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნის GDP მოსახლეობის ერთ სულზე მაჩვენებლით შედარებას (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით) (Papava, 2012, 2016, 2018).
რადგანაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზული ტემპები მოცემულია 2022 წლისთვის, GDP მოსახლეობის ერთ სულზე აღებულია 2021 წლისთვის (WB, 2022) (იხ. ცხრილი).
ცხრილიდან ჩანს, რომ GDP მოსახლეობის ერთ სულზე 2021 წელს ყველაზე მაღალი იყო აშშ-ში. იმისთვის, რომ გავერკვეთ, თუ რამდენად უფრო რთულია აშშ-ისთვის 2022 წელს 1 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, ვიდრე „დიდი ოცეულის“ სხვა ქვეყნებისთვის, აუცილებელია ეს მაჩვენებელი აშშ-ისთვის გაიყოს სხვა ქვეყნების იმავე მაჩვენებლებზე. ეს შუალედური მაჩვენებლები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კორექტირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, თუ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზულ მაჩვენებლებს გავყოფთ აღნიშნულ შუალედურ მაჩვენებლებზე, მაშინ მივიღებთ ეკონომიკური ზრდის იმ კორექტირებულ სიდიდეებს, რომლებიც „მკვეთრი ზრიდს ეფექტს“ გამორიცხავენ.
„მკვეთრი ზრიდს ეფექტს“ გამორიცხვის შემდეგ კი, ინდოეთი ეკონომიკური ზრდის კორექტირებული მაჩვენებლით სულაც არ შედის „დიდი ოცეულის“ ლიდერი ქვეყნების ჯგუფში (იხ. ცხრილი). პირიქით, ინდოეთის 2022 წლის ეკონომიკური ზრდის კორექტირებული მაჩვენებელი მხოლოდ 0,8 პროეცენტია, და ამ მაჩვენებლით ის „დიდი ოცეულის“ ჩამორჩენილი ქვეყნების ჯგუფში შედის, რომელთა კორექტირებული ეკონომიკური ზრდა 1 პროცენტზე ნაკლებია. ამ ჯგუში ინდოეთის გარდა შედიან ჩინეთი (0,9 პროეცენტი), მექსიკა (0,7 პროეცენტი), სამხრეთ აფრიკა (0,5 პროეცენტი) და ბრაზილია (0,4 პროეცენტი).
კორექტირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს შორის საუდის არაბეთია (5,4 პროცენტით) ლიდერი. ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც თანამედროვე „ნავთობის ომის“ (Bugriy, 2022) გათვალისწინებით, საუდის არაბეთში 2022 წელს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, რაც ნავთობზე მაღალი ფასებითაა განპირობებული (WB, 2022b).
„დიდი ოცეულის“ ქვეყნებს შორის კორექტირებული ეკონომიკური ზრდის მიხედვით 3,1 პროცენტით მეორე ადგილზეა ავსტრალია (სხვა ქვეყნების კორექტირებული ეკონომიკური ზრდა 3,0 პროცენტზე ნაკლებია). მართალია, ჩინეთში COVID-19-ის პანდემიის გამო მიღებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა, ასევე რუსეთის ომმა უკრაინაში ავსტრალიის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ ნედლეულზე მაღალმა ფასებმა ავსტრალიისთვის გააუმჯობესა ვაჭრობის პირობები, ხოლო „სასურსათო ომის“ (Frum, 2022) ვითარებაში მაღალი მსოფილო მოთხოვნა მარცვლეულზე მისი ავსტრალიიდან ექპორტს უწყობს ხელს (OECD, 2022).
კონფრონტაციული გლობალიზაციის თანამედროვე მსოფლიოში (Papava, 2022) ეკონომიკური ზრდის პროგნოზირება საკმაოდ გართულებულია. ამის ყველაზე უფრო ნათელი მაგალითია აშშ, რომლის ეკონომიკურმა ზრდამ IMF-ის პროგნოზის მიხედვით 2022 წელს 2,3 პროცენტს უნდა მიაღწიოს (IMF, 2022), თუმცა, როგორც ჩანს, 2022 წელს აშშ-ში რეცესია დაფიქსირდება (Barro, 2022). მაშასადამე, IMF-ს მოუწევს განაახლოს ეკონომიკური ზრდის 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები. ეს კი, თავის მხრივ, მოითხოვს ეკონომიკური ზრდის ცხრილში მოცემული კორექტირებული მაჩვენებლების თავიდან გადაანგარიშებას.
დასკვნის სახით უნდა არინიშნოს, რომ, ნაბისმიერ შემთხვევაში, როცა ერთმანეთთან შესადარებელია სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, აუცილებელია ამ შესადარებელი სიდიდეებიდან გამოირიცხოს „მკვეთრი ზრიდს ეფექტი“.
გამოყენებული ლიტერატურა
Barro, Robert J., 2022. “Yes, the US Economy Is Likely in Recession.” Project Syndicate, August 1, https://www.project-syndicate.org/commentary/two-consecutive-quarters-negative-us-growth-predict-recession-since-1948-by-robert-j-barro-2022-07?utm_source=Project+Syndicate+Newsletter&utm_campaign=f3d7e12c19-covid_newsletter_08_03_2022&utm_medium=email&utm_term=0_73bad5b7d8-f3d7e12c19-93567601&mc_cid=f3d7e12c19&mc_eid=e9fb6cbcc0.
Bugriy, Maksym, 2022. “The Oil War: Facing EU Embargo, Russia Targeted Ukraine’s Supplies.” Eurasia Review, May 20, https://www.eurasiareview.com/20052022-the-oil-war-facing-eu-embargo-russia-targeted-ukraines-supplies-analysis/.
Chikermane, Gautam, 2022. “Economics, Geopolitics, and the Impact on G20.” Eurasia Review, July 31, https://www.eurasiareview.com/31072022-economics-geopolitics-and-the-impact-on-g20-analysis/.
Frum, David, 2022. “The Food War.” The Atlantic, March 8, https://www.theatlantic.com/ideas/archive/2022/03/rising-food-prices-ukraine-russia-war/626967/.
IMF, 2022. “Gloomy and More Uncertain.” World Economic Outlook, July, https://www.imf.org/en/Publications/WEO/Issues/2022/07/26/world-economic-outlook-update-july-2022.
Mankiw, N. Gregory, 2004. Principles of Economics. Mason: Thomson South-Western.
OECD, 2022. “Australia Economic Snapshot.” OECD, June, https://www.oecd.org/economy/australia-economic-snapshot/.
Papava, Vladimer 2012. “Economic Growth in the Central Caucaso-Asian Countries Adjusted for the Catch-Up Effect.” Central Asia and The Caucasus, Vo. 13, No. 4, pp. 120-128.
Papava, Vladimer 2016. “The Problem of the Catch-Up Effect and Post-Crises Economic Growth in the World Leading Countries.” Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, Vol. 10, No. 4, pp. 97-104, http://science.org.ge/bnas/vol-10-4.html.
Papava, Vladimer 2018. “Catching Up and Catch-Up Effect: Economic Growth in Post-Communist Europe (Lessons from the European Union and the Eastern Partnership States).” European Journal of Economic Studies, Vol. 7, No. 2, pp. 109-125, https://ejes.cherkasgu.press/journals_n/1537557942.pdf.
Papava, Vladimer 2022. “Pandemic, War and Economic Sanctions: From Turbulent to Confrontational Globalization.” Eurasia Review, May 23, https://www.eurasiareview.com/23052022-pandemic-war-and-economic-sanctions-from-turbulent-to-confrontational-globalization-oped/?fbclid=IwAR1zLFJs1kUFJWgp6qRXRWhLOy2OWnWjwIVUjMwjphnjqs0OKoUQSi12Z4I.
WB, 2022a. “GDP per capita, PPP (Current International $).” The World Bank, August, https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.PCAP.PP.CD.
WB, 2022b. “Saudi Arabia’s Economic Update — April 2022.” The World Bank, April 14, https://www.worldbank.org/en/country/saudiarabia/publication/economic-update-april-2022.
სტატია თარგმნილია ინგლისურიდან. ორიგინალია: Papava, Vladimer, 2022. “On Economic Growth in the G20 Countries in 2022, Adjusted for the Catch-Up Effect.” Eurasia Review, August 4, https://www.eurasiareview.com/04082022-on-economic-growth-in-g20-countries-in-2022-adjusted-for-catch-up-effect-analysis/.